სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება კვლავ დაძაბული რჩება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება კვლავ დაძაბული რჩება />


  07:54:20     26-01-2015

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება კვლავ დაძაბული რჩება

a34627.jpg

სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ზავის რეჟიმი 23-24 იანვარს 86-ჯერ დაირღვა. ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება.

სომხური მხარის მტკიცებით, აზერბაიჯანელებმა სხვადასხვა კალიბრის იარაღით სომხური პოზიციების მიმართულებით 600-ზე მეტი გასროლა განახორციელეს, რასაც სომხეთის მხრიდან საპასუხო ცეცხლი მოჰყვა. ორმხრივი სროლის შედეგად, სომხეთის თავდაცვის უწყების მტკიცებით, 14 აზერბაიჯანელი და 5 სომეხი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

0

ავტორი: