ლუგანსკი კიევს ადანაშაულებს ლუგანსკი კიევს ადანაშაულებს />


  07:53:07     26-01-2015

ლუგანსკი კიევს ადანაშაულებს

a34626.jpg

ლუგანსკი მოლაპარაკების მაგიდას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუბრუნდება, თუ კიევი კონფლიქტის დეესკალაციისთვის კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს. ამის შესახებ დეფაქტო რესპუბლიკის ლიდერმა ვლადისლავ დეინეგომ განაცხადა.

"იმისათვის, რომ მოლაპარაკება განახლდეს, კიევმა ზავის რეჟიმი უნდა დაიცვას. ამის ნაცვლად ისინი დასახლებულ რაიონებს ბომბავენ, რაზეც პასუხისმგებლობას ჩვენ გვაკისრებენ. მათ პროვოკაცია ჯერ ვოლნოვახაში, შემდეგ კი მარიუპოლში მოაწყვეს, ახლა კი ხმამაღლა გაჰყვირიან ჰააგის ტრიბუნალზე. ისინი ამით ვერაფერს მიაღწევენ,"-განაცხადა დეინეგომ.

0

ავტორი: