ფონიჭალაში მომხდარი საზარელი მკვლელობის დეტალები ფონიჭალაში მომხდარი საზარელი მკვლელობის დეტალები />


  14:35:59     23-01-2015

ფონიჭალაში მომხდარი საზარელი მკვლელობის დეტალები

a34605.jpg

2 დღის წინ ქვემო ფონიჭალაში მომხდარმა საზარელმა მკვლელობამ მთელი საქართველო შეძრა. ფონიჭალაში არსებულ საერთო საცხოვრებელში ნასვამმა შვილმა მოხუც დედას ყელი გამოჭრა.

ქალს 95 წელი ახლახანს შეუსრულდა.

ეჭვმიტანილი პოლიციამ იმავე დღეს დააკავა. გამოძიება კი 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

მკვლელობის მოტივის გარკვევას „პრესა.ჯი“ ფონიჭალაში შეეცადა.

მკვლელობის დეტალებზე გარდაცვლილისა და ეჭვმიტანილის მეზობელი ლია ცხომელიძე გვესაუბრა.

"პრესა.ჯი": როდის გაიგეთ მკვლელობის შესახებ?

- ნუგზარს (ეჭვმიტანილს) თავად დაურეკავს სასწრაფოში, მერე პოლიციაში, - უცნობებია დედა მოვკალიო... გარდაცვლილი პირადად არ გვინახავს, ჩვენ სასწრაფოს მოსვლის შემდეგ შევედით ოთახში.

სასწრაფო დახმარების ექიმმა გვითხრა, ყელი გამოჭრილი, სახე კი დასახიჩრებული აქვსო.

- ამბობენ დედა-შვილს შორის კონფლიქტი ხშირად იყო...

- მათი სახლიდან სულ ჩხუბის ხმა გამოდიოდა. ქალი რომელიღაც სექტის წევრი იყო.

მკითხავებზე და ჯადოებზე ლაპარაკობდა, რაღაც ცხოველის ქონს ხარშავდა და გარშემო საშინელ სუნს აყენებდა.

- დაკავებულს ალკოჰოლთან პრობლემები ჰქონდა?

-კი გალოთდა, პირადი ცხოვრება ვერ ააწყო. ცოლი დედამისმა გაუქცია, მაგნირი რძალი არ მინდაო! 0

ავტორი: