12:11:02     23-01-2015
საერთაშორისო ორგანიზაცია უკრაინაში ტყვეების აღლუმს გმობს
სამხედრო ტყვეების ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია მკაცრად გმობს. სპეციალური განცხადება "ამნესტი ინტერნეიშენალმა" გვიან ღამით გამოაქვეყნა.
უკრაინელი სამხედრო ტყვეები სეპარატისტებმა დონეცკის ქუჩებში გუშინ ჩაატარეს. აეროპორტის ტერიტორიაზე დატყვევებული ჯარისკაცები ტროლეიბუსის გაჩერებასთან მიიყვანეს, სადაც ჭურვის აფეთქებას 13 ადამიანი ემსხვერპლა. ტყვეებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
0