12:07:32     23-01-2015
კიევი რუსეთის აგრესიის მოგერიებას ცდილობს
კიევი რუსეთის აგრესიას გაუმკლავდება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა. დავოსიდან დაბრუნებული პრეზიდენტი გვიან ღამით ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებს შეხვდა. თათბირი გვიან ღამემდე გაგრძელდა.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ამ ეტაპზე უკრაინელმა სამხედროებმა შეტევები ყველა ფრონტზე მოიგერიეს, ხელისუფლება კი ძალოვან სტრუქტურებთან ახალ გეგმაზე მუშაობს, რომელიც უკრაინას სეპარატისტებისა და რუსეთის აგრესიის შეჩერების საშუალებას მისცემს.
0