"ვაზაგაშვილის მკვლელობა მიმართული იყო არა მისი შვილის საქმის გამოძიების ხელის შეშლისკენ, არამედ საზოგადოების დაშინებისკენ "ვაზაგაშვილის მკვლელობა მიმართული იყო არა მისი შვილის საქმის გამოძიების ხელის შეშლისკენ, არამედ საზოგადოების დაშინებისკენ /> "/> " />


  15:01:34     22-01-2015

"ვაზაგაშვილის მკვლელობა მიმართული იყო არა მისი შვილის საქმის გამოძიების ხელის შეშლისკენ, არამედ საზოგადოების დაშინებისკენ

a34583.jpg

"ჩვენ ყველას შინაგანი რწმენა და ეჭვი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მისი შვილის გამოძიებას უკავშირდებოდა, თუმცა მე მიმაჩნია, რომ დამკვეთის მიზანი ვერ იქნებოდა ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმის გამოძიებაში ხელის შეშლა. მიუხედავად იმისა, თუ როგორ დასრულდებოდა ეს ტერორისტული აქტი, ამ საქმისთვის ხელის შეშლა წარმოუდგენელი იყო, რადგან გამოძიება ბოლომდე არის მიყვანილი და ეს ტერორისტული აქტი ვერ შეაჩერებს გამოძიების პროცესს“,- ამ განცხადების ავტორი საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილია.

დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელი საოკუპაციო ზოლიდან მოქმედებდა.

სესიაშვილი: ეს კიდევ უფრო ართულებს ვითარებას. მაქსიმალურად მოკლე ვადებში უნდა მოხდეს გამოძიება, თუმცა ეს ძალიან რთული იქნება. ამ ფაქტთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსიაზე შეიძლება ვისაუბროთ, რომლებიც უკავშირდება როგორც პოლიტიკურ, ისე არაპოლიტიკურ მოტივებს".

დეპუტატმა იური ვაზაგაშვილის მკვლელობას ტერორისტულ აქტი უწოდა.

სესიაშვილის თქმით, იური ვაზაგაშვილის მკვლელობა მიზანმიმართული იყო არა ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმის ხელის შეშლისკენ, არამედ საზოგადოების დაშინებისკენ და სახელმწიფო სტაბილურობის მოშლისკენ.

„მიმაჩნია, რომ ჩადენილი აქტი თავისი ხასიათით, უფრო გავს ტერორისტულ ქმედებას. ტერორიზმის მიზანია საზოგადოების ფართო მასების შოკირება, მათზე ზემოქმედების მოხდენა და გარკვეულწილად დაუცველობის განცდის გაჩენა საზოგადოებაში. ეს აქტი უფრო მეტად მიმართულია საზოგადოების ტერორისკენ, დაშინებისკენ, რასაც უნდა ვივარაუდოთ, რომ შესაძლოა, ჰქონდეს პოლიტიკური მოტივები. არავისკენ ხელს არ ვიშვერ, თუმცა იური ვაზაგაშვილის მკვლელობა მიზანმიმართული იყო არა ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმის ხელის შეშლისკენ, არამედ საზოგადოების დაშინებისკენ და სახელმწიფო სტაბილურობის მოშლისკენ. მუხლი რითაც აღიძრა საქმე, ამ ეტაპზე სწორია, თუმცა შემდგომ შესაძლებელია შეცვლა და ტერორიზმის მუხლით გადაკვალიფიცირება", - აღნიშნა სესიაშვილმა.
0

ავტორი: