11:35:50     22-01-2015
ბათუმში მოქალაქე დავით მანჯავაძის ავტომანქანა დაწვეს
ბათუმში მოქალაქე დავით მანჯავაძის ავტომანქანა დაწვეს. მანჯავიძე აცხადებს, რომ შემთხვევა ღამის 3-ის ნახევარზე მოხდა.
"ვიდეოსათვალთვალო კამერამ დააფიქსირა, რომ ღამით უცნობი მამაკაცი მანქანას ბენზინს ასხამს და ცეცხლს უკიდებს, შემდეგ კი, მერსედესის ტიპის ავტომანქანაში ჯდება და მიდის, მერსედესის ნომერი კამერამ ვერ დააფიქსირა",- აღნიშნავს დაზარალებული.
მან პოლიციას ჩვენება უკვე მისცა.
მანჯავიძე არ გამორიცხავს, რომ მომხდარი , მისი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის გივი თარგამაძის მეგობრობას უკავშირდებოდეს.
"პრესა.ჯი" შს სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშრდა, სადაც აღნიშნეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით გულისხმობს.
0