შსს: გორში სამართალდამცავები კონკრეტული ნარკოდანაშაულის გამოვლენაზე მუშაობენ შსს: გორში სამართალდამცავები კონკრეტული ნარკოდანაშაულის გამოვლენაზე მუშაობენ />


  23:53:31     21-01-2015

შსს: გორში სამართალდამცავები კონკრეტული ნარკოდანაშაულის გამოვლენაზე მუშაობენ

a34568.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ გორში სამართალდამცავები კონკრეტული ნარკოდანაშაულის გამოვლენაზე მუშაობენ. 

როგორც ნინო გიორგობიანი აღნიშნავს, "გორში არანაირი დამატებითი ძალები არ არის მობილიზებულიდა და ადგილზე კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს".

"არანაირი დამატებითი ძალები არაა მობილიზებული გორში! კონკრეტული ნარკოდანაშაულის გამოვლენაზე მუშაობენ სამართალდამცველები და ახლა მთელ ინფორმაციას ვერ დავწერ, ალბათ გასაგებია რომ დეტალები შეიძლება სავარაუდო დამნაშავემაც წაიკითხოს,"-წერს შიანაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი.

გიორგობიანისგან განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ სხვადასხვა მედიასაშუალებები. გავრცელებული ინფორმაციით, გორში შსს–ს დამატებითი ძალებია მობილიზებული.

ადგილობრივების ცნობით, გორში სამართალდაცველთა მობილიზება სხვადასხვა რეგიონებიდან მოხდა.
მოსახლეობის ინფორმაციით, სამართალდამცავები გორში გუშინ გადაიყვანეს. 0

ავტორი: