01:58:20     21-01-2015
როგორ გამოვიყენოთ ფოლგა სწორად საჭმლის მომზადების დროს
ფოლგა სამზარეულოში შეუცვლელი ნივთია. მასში მომზადებული კერძი გამოირჩევა გამოირჩევა განსაკუთრებული გემოთი, წვნიანია და ნაზი. ფოლგაში შეიძლება ცხიმის მინიმალური რაოდენობით მოვამზადოთ თევზი, ხორცი, ბოსტნეული, ქათამი. ამიტომ, ასეთი კერძები დაბალკალორიულად ითვლება.
რჩევები ფოლგის გამოყენებისთვის:
• ფოლგაში მომზადებული საქონლის ხორცი უფრო გემრიელი გამოვა, თუ წინასწარ რაიმე მარინადში ჩადებთ.
• ფოლგას ძალიან მჭიდროდ ნუ შემოახვევთ ხორცის ნაჭრებს, თორემ შესაძლოა ცუდად შეიწვას.
• ფოლგაში შეწვის წინ ბოსტნეულს მარილს ნუ მოაყრით, უმჯობესია უკვე შემწვარს მოაყაროთ.
• თევზი კი პირიქით, უშუალოდ შეწვის წინ დაამარილეთ, უმჯობესია მსხვილი მარილით.
• კარგ ღუმელში, რომელიც სწორად იჭერს მითითებულ ტემპერატურას, ფოლგაში გახვეული 1 კგ თევზი 20-30 წუთში მზადდება, 1 კგ ქათამი 40 წუთში, ხორცი კი 60-70 წუთში. ფოლგაში გახვეულ 1 კგ კარტოფილს შესაწვავად 20 წუთი სჭირდება.
• ძველი პურის "გასაცოცხლებლად" ფოლგა გამოგადგებათ - მოასხურეთ პურს წყალი, გაახვიეთ ფოლგაში და რამდენიმე წუთით შედგით ღუმელში.
• ფოლგით შეგიძლიათ დაფაროთ ბისკვიტების და ნამცხვრების ზედაპირი, რათა ზემოდან ზედმეტად არ მოიბრაწოს.
• ბევრი დიასახლისი მზა პროდუქტებს ფოლგაში გახვეულს ინახავს. ამგვარად ისინი დიდხანს ინარჩუნებენ თავდაპირველ გემოს.
• თუ ჩაის, ყავას, სუნელებს ფოლგაში გახვეულს შეინახავთ, ისინი დიდხანს შეინარჩუნებენ არომატს. 0