10:18:43     20-01-2015
პოლიცია 2 ეჭვმიტანილს ეძებს, რომლებმაც ნათია დუმბაძის მეუღლე დაჭრეს

პოლიცია
ნათია დუმბაძის მეუღლის დაჭრაში ეჭვმიტანილ ორ პირს ეძებს. როგორც
„პრესა.ჯი“-ს შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახრში
განუცხადეს, გამოძიება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით
მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიაბებას
გულისხმობს.
„დანაშაული
გახსნილია, დადგენილია 2 პიროვნების ვინაობა, რომლებიც ეჭვმიტანილები
არიან მოქალაქის დაჭრაში. ამ დროისთვის მიმდინარეობს ოპერატიული
ღონისძიებები მათ დასაკავებლად“,- აცხცხადებენ შინაგან საქმეთა
სამინისტროში.
ცნობისთვის საბურთალოზე გუშინ მომხდარ დაჭრაზე „პრესა.ჯი“-მ ინფორმაცია დილით გაავრცელა.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ბაგრატ ბატატუნაშვილს დანით, ზურგისა და ფეხის არეში სამი ჭრილობა მიაყენეს.
დაჭრილი, მალევე გადაიყვანეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც მას ჩაუტარდა ოპერაცია.
მედიკოსთა განცხადებით, ამ დროისთვის ახალგაზრდას ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
"კაფეში უცნობ პირებს შორის ჩხუბი მოხდა. დაჭრილი, მოჩხუბრების გაშველებას შეეცადა. არც ერთ მხარეს არ იცნობდა. გაშველების დროს ერთ-ერთმა მათგანმა მას დანით სამი ჭრილობა მიაყენა", - უთხრა "პრესა.ჯი"-ს პირმა, რომელიც დაჭრის ფაქტს შეესწრო.
მისი თქმით, შემთხვევა ყაზბეგის მოხდა მომღერლის მეუღლეს ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს. ბაჩო ბატატუნაშვილი მოჩხუბრების გაშველებას ცდილობდა.