09:51:44     20-01-2015
ხარკოვში ტერაქტის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა
უკრაინის ქალაქ ხარკოვში გვიან საღამოს მასშტაბური ტერორისტული აქტი განხორციელდა. ბომბი მოსკოვის რაიონის სასამართლოსთან ამოქმედდა. ტერაქტის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა.
4 მათგანი ამ დრომდე კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება, რის გამოც
ტერაქტი შესაძლოა მსხვერპლით დასრულდეს.
მომხდარის გამო ქალაქში კონტრტერორისტული ოპერაცია დაიწყო. ტერორისტთა დასაკავებლად ხარკოვში მასშტაბური რეიდები ტარდება.
0