ნათია დუმბაძის მეუღლეს სამი ჭრილობა მიაყენეს - რა მოხდა საბურთალოზე? ნათია დუმბაძის მეუღლეს სამი ჭრილობა მიაყენეს - რა მოხდა საბურთალოზე? />


  07:46:51     20-01-2015

ნათია დუმბაძის მეუღლეს სამი ჭრილობა მიაყენეს - რა მოხდა საბურთალოზე?

a34529.jpg

გუშინ დაჭრა მოხდა საბურთალოზე. დაჭრილია მომღერალ ნათია დუმბაძის მეუღლე, ბაგრატ ბატატუნაშვილი. მას, დანით, ჯერჯერობით უცნობმა პირებმა, ზურგისა და ფეხის არეში სამი ჭრილობა მიაყენეს. 

დაჭრილი, მალევე გადაიყვანეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ჩაუტარდა ოპერაცია. საბედნიეროდ, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

"კაფეში უცნობ პირებს შორის ჩხუბი მოხდა. დაჭრილი, მოჩხუბრების გაშველებას შეეცადა. არც ერთ მხარეს არ იცნობდა. გაშველების დროს ერთ-ერთმა მათგანმა მას დანით სამი ჭრილობა მიაყენა", - უთხრა "პრესა.ჯი"-ს პირმა, რომელიც დაჭრის ფაქტს შეესწრო. 


0

ავტორი: