რეცეპტი
ინგრედიენტები:
სენ-ჟაკის მოლუსკი
12
ნიორი
2 კბილი
ოხრახუში
1/2 კონა
კარაქი
50 გ
თეთრი ღვინო
1/2 ლ
მარილი და წიწაკა
დანაყეთ ნიორი და ოხრახუში. ცალკე ტაფაზე გაადნეთ
კარაქი და შეურიეთ შიგნით დანაყილი მასა. დაუმატეთ ცოტაოდენი მარილი და
წიწაკა. შემდეგ ჩაამატეთ სენ-ჟაკის მოლუსკები და დატოვეთ ისინის მაღალ
ცეცხლზე 30 წამიდან 1 წუთამდე, სენ-ჟაკის მულუსკების სისქის მიხედვით.
გადმოიღეთ ტაფიდან სენ-ჟაკის მოლუსკები, ხოლო ტაფაზე დარჩენილ ცხიმს
დაუმატეთ თეთრი მშრალი ღვინო, აურიეთ ხის კოვზით და მიიყვანეთ ადუღებამდე.
მომზადებული მასა დაასხით სენ-ჟაკის მოლუსკებზე და მიირთვით მოხარშულ
ბრინჯთან ან მოხარშულ კარტოფილთან ერთად.
0