06:00:26     18-01-2015
6 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული რუსი ჯარისკაცის ფოტო - რა ხდება სომხეთში?
სომხეთის ქალაქ გიუმრიში 12 იანვარს რუსი ჯარისკაცის მიერ ჩადენილმა შემზარავმა მვლელობამ მსოფლიო შოკში ჩააგდო. რუსმა ჯარისკაცმა გიუმრიში მთელი ოჯახი ამოწყვიტა. მან ოჯახის ექვსი წევრი, მათ შორის ბავშვი შეუბრალებლად მოკლა. შემდეგ კი, დანაშაული აღიარა. "ის აუჩქარებლად, ნელა, გასაგებად ყვებოდა სისხლიან ისტორიას იმის შესახებ თუ როგორ ამოწყვიტა ერთი ჩვეულებრივი სომხური ოჯახი. როგორ დახოცა ბავშვები...", - წერს სომხური პრესა.
საზარელ მკვლელობაში ბრალდებული რუსი ჯარისკაცის სახელი და გვარი ვალერი პერმიაკოვია. ის ორი დღის წინ სომხეთ–თურქეთის საზღვარზე დააკავეს.
"დაკავებისას ვალერი პერმიაკოვი სამოქალაქო ფორმაში იყო გამოწყობილი და პირადობის დამადასტურებელი არავითარი დოკუმენტი არ გააჩნდა.
პერმიაკოვი სამხედრო ბაზიდან გაიქცა და თან ცეცხლსასროლი იარაღიც გაიტაცა. დილით ადრე ის ავეტისიანის ოჯახში შეიჭრა, სადაც თავდაპირველად დიასახლისს ესროლა, ხოლო შემდეგ ოჯახის სხვა მძინარე წევრები დახოცა. ავეტისიანების ოჯახის წევრი 2 წლის გოგონა პერმიაკოვმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა“, - აღნიშნულია სომხეთის პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სომხური მედიის ცნობით, მოკლული მრავალშვილიანი ოჯახის 6 წევრიდან მხოლოდ მცირეწლოვანი ბავშვი გადარჩა, რომელიც ჰოსპიტალში ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით მოათავსეს. ექიმების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
აღსანიშნავია რომ პერმიაკოვის დაცვაზე სომეხმა ადვოკატებმა უარი განაცხადეს. სომხეთის საგამოძიებო სამსახურები ცდილობენ პერმიაკოვი სომხური კანონმდებლობით გაასამართლონ, თუმა, ჯერჯერობით მათ ამის საშუალება არ აქვთ. ბრალდებული რუსულ სამხედრო ბაზაზე იმყოფება და მის გადაცემაზე კრემლი უარს აცხადებს, რიც გამოც სომხეთში რუსეთის მიმართ პროტესტი იზრდება.
0