13:50:34     17-01-2015
გიუმრის მერის თქმით, რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭება დაუშვებელია
გიუმრის მერის განცხადებით, ქალაქში განვითარებული
მოვლენების მიუხედავად, რუსული სამხედრო ბაზის გადატანის აუცილებლობა არ არსებობს.
"დამნაშავეებს ეროვნება არ აქვთ. რუსები აქ დიდი ხანია, მსახურობენ. ამიტომ, არ
ღირს რუსულ-სომხური ურთიერთობის გაფუჭება ცალკეული შემთხვევების გამო,"-აღნიშნა
სამველ ბალასანიანმა.
რაც შეეხება ვალერი პერმიაკოვს, გიუმრის მერის თქმით, ავეტისიანების ოჯახზე თავდასხმასა და ოჯახის 6 წევრის მოკვლაში ბრალდებული რუსი ჯარისკაცი სომხური კანონებით უნდა გასამართლდეს.
0