11:02:23     09-03-2011
ჰარი პოტერი “ლაივში”
კინოკომპანია “Warner Bros” – ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ 2012 წელს სტუდია “Leavesden” ტურისტებისათვის გაიხსნება. პავილიონები კი, სადაც “ჰარი პოტერი” გადაიღეს, გასართობ ატრაქციონ “ჰარი პოტერის შექმნად” გარდაიქმნება.
სტუდია დამთვალიერებლებს ჰპირდება, რომ ფილმის მაკეტები, რომელიც მთელ გადამღებ პროცესს ასახავს, უცვლელად იქნება წარმოდგენილი. ატრაქციონის გახსნის ზუსტი თარიღი, ჯერჯერობით, არ კონკრეტდება. მოვლენებისათვის თვალყურის დევნება სპეციალურ საიტზე იქნება შესაძლებელი, რომელიც ამ კონკრეტული ღონისძიებისათვის შეიქმნა.
პროექტის ხელმძღვანელები არ მალავენ, რომ მათ გათვლა “პოტერომანებზე” გააკეთეს. ატრაქციონს, რა თქმა უნდა, ახალგაზრდა ჯადოქრის უამრავი თაყვანისმცემელი ესტუმრება, რაც კომპანიას დიდ ფინანსურ მოგებას მოუტანს.
სტუდია ნახევარკუნძულზე, ლონდონის ჩრდილოეთით, რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს. ამ ტერიტორიაზე ადრე “როლს-როისის” ქარხანა იყო განთავსებული. აქ არის გადაღებული “ვარსკვლავური ომების” პირველი ეპიზოდი, გაი რიჩის “შერლოკ ჰოლმსი” და სხვა ცნობილი ფილმები.
0