11:25:00     14-01-2015
პოროშენკო მობილიზაციას აცხადებს
დონბასში დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა. ვოლნოვახის დასახლებაში სამგზავრო ავტობუსის აფეთქებას, ბოლო მონაცემებით, 12 ადამიანი ემსხვერპლა. ჭურვი ავტობუსს სეპარატისტთა მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ესროლეს.
დაღუპულთა შორის 14 წლის გოგონაცაა. კიევი ტერაქტში სეპარატისტებს ადანაშაულებს. მომხდარის გამო უკრაინის პრეზიდენტმა სამხედრო მობილიზაციის გადაწყვეტილება მიიღო. პოროშენკომ გვიან ღამით უკრაინის მოსახლეობასაც მიმართა. ვოლნოვახში მშვიდობიანი მგზავრების მკვლელობა მან პარიზის ტერაქტებს შეადარა.