10:57:42     09-03-2011
სალათა „წითელი და შავი“
მასალა: მსხვილი ზეთისხილი – 15–20 ცალი, პომიდორი – 4 ცალი, ხახვი – 1 თავი, მწვანე ხახვი, ოხრახუში, რეჰანი, ზეითუნის ზეთი, მარილი – გემოვნებით, ლიმონის წვენი – 1 ჩაის კოვზი.
პომიდორი დავჭრათ ნაკლებად მსხვილ რგოლებად. ზეთისხილს მოვაშოროთ კურკები და ასევე რგოლისებურად დავჭრათ. წვრილად დავჭრათ ხახვი და მწვანილი. ეს ინგრედიენტები ერთად მოვათავსოთ თეფშზე, დავუმატოთ ზეთი, მარილი და ავურიოთ. სუფრაზე მიტანის წინ მოვასხათ ლიმონის წვენი და გავაფორმოთ ცოცხალი მწვანილით. 0