ქათმის ღვიძლი მეგრულად ქონდრითა და აჯიკით ქათმის ღვიძლი მეგრულად ქონდრითა და აჯიკით />


  00:35:39     14-01-2015

ქათმის ღვიძლი მეგრულად ქონდრითა და აჯიკით

a34403.jpg

ინგრედიენტები: ქათმის ღვიძლი 1 კგ არაჟანი 3 ს.კ ქონდარი 1/2 ჩ.კ აჯიკა 1 ჩ.კ ხახვი 1-2 თავი მარილი და პილპილი კარაქი 50 გ ქინძი 1 კონა
ღვიძლი კარგად გარეცხეთ, გადაიტანეთ ტაფაში და დადგით ცეცხლზე. დაამატეთ მარილი და არაჟანი. დააფარეთ თავზე. ღვიძლი მალე წვენს გაუშვებს და ამ წვენში მოიხარშება. ხარშეთ დაახლოებით 10 წთ.
სანამ ღვიძლი არაჟანში იხარშება, ხახვი ალყა-ალყად დაჭერით და მოშუშეთ ცალკე ტაფაზე.  ღვიძლს გადაუწურეთ მთელი სითხე, დააბრუნეთ ცეცხლზე, ამჯერად მაღალზე, დაამატეთ მოშუშული ხახვი და კარაქი.მოაყარეთ პილპილი და ქონდარი, კარგად აურიეთ.
აჯიკა გახსენით 1 ს.კ წყალში და დაამატეთ ღვიძლს. აჯიკა უნდა იყოს ცხარე, მეგრული, პომიდვრის გარეშე მომზადებული. კერძს დაამატეთ ქინძიც. შუშეთ დაახლოებით 15 წუთი (ცეცხლს დაბრაწვის შემდეგ დაუწიეთ).
0

ავტორი: