ყაჩაღობა გურჯაანში - კალაურში 90  წლის მოხუცს თანხა წაართვეს ყაჩაღობა გურჯაანში - კალაურში 90 წლის მოხუცს თანხა წაართვეს />


  12:10:20     13-01-2015

ყაჩაღობა გურჯაანში - კალაურში 90 წლის მოხუცს თანხა წაართვეს

a34398.jpg

გურჯაანის რაიონის სოფელ კალაურში 90 წლის მამაკაცი დააყაჩაღეს . დაუდგენელმა პირმა გვიან ღამით, დაზარალებულის საცხოვრებელი სახლიდან 100 ლარი წაიღო. 

შალვა ბაციაშვილის მომვლელი ქალის, ელისო ფოცხვერაშვილის ინფორმაციით, მოხუცი ნაცემია. 

შემთხვევის ადგილზე პოლიცია და ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ.

მოხუცი სახლში მარტო ცხოვრობს. 

"პრესა.ჯი" მომხდარის შსახებ შს სამინისტროს დაუკავშირდა. უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაცით ყაჩაღობას ადგილი არ ჰქონია. 

"ყაჩაღობას ადგილი არ ჰქონია, ჯერ-ჯერობით დაუდგენელმა პირმა შეაღჭია ხანდაზმული მამაკაცის სახლში და თანხა წაიღო, გამოძიება არა ყაჩაღობის არამედ ძარცვის მუხლით დაიწყო",- აღნიშნეს ჭიკაიძის უწყებაში. 

0

ავტორი: