12:02:07     13-01-2015
"ახალი ტალღა" იურმალას ემშვიდობება
სოჭში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის გადატანით
იურმალა ყოველწლიურად 17 მილიონ ევროს დაკარგავს. ამის შესახებ ლატვიის სეიმის წევრმა
ანდრეი კლემენტევმა განაცხადა.
მისივე თქმით, "ახალი ტალღის" კვალდაკვალ, იურმალა შესაძლოა ისეთმა ცნობილმა ფესტივალებმაც დატოვოს, როგორიც "გოლოსიაში კივინი," "იურმალინა" და "კომედი კლაბია." ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ახალი ტალღა" იურმალიდან სოჭში გადაინაცვლებს, დღეს კრასნოდარის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრ ტკაჩევმა გაავრცელა.
0