14:20:17     12-01-2015
"ჯეოჰოსპიტალის" მთავარი ექიმი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს
სამტრედიაში, ნარკოდანაშაულის ბრალდებით "ჯეოჰოსპიტალის" მთავარი ექიმი მალახაზ ძოწენიძე დააკავეს. ფაქტი „პრესა.ჯი“-ს კლინიკის მთავარმა ექიმმა ირაკლი ლაღიძემ დაუდასტურა.
მისი თქმით, დაკავება ნარკოდანაშაულს უკავშირდება.
ექიმის დაკავების ფაქტი შინაგან საქმეთა სამინისტროშიც დაადასტურეს.
"ჯეოჰოსპიტალის" მთავარი ექიმის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა გასაღებას გულისხმობს.
დაკავების სხვა დეტალები ამ დრომდე არ ხმაურდება, კომენტარს არ აკეთებენ დაკავებულის ოჯახის წევრები.
0