02:33:00     08-01-2015
პარიზის ტრაგედია - კარიკატურა, რომელიც 12 ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდა

აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის შარჟი თანამედროვეობის ისტორიაში ყველაზე სისხლიანი კარიკატურის სახელით შევა.
"ისლამური სახელმწიფოს" რადიკალური დაჯგუფების ლიდერის გაშარჟება ფრანგულ გამოცემა Charlie Hebdo-ს ძვირად დაუჯდა. კარიკატურა ჟურნალის თანამშრომლებმა გაზეთში დაბეჭდვამდე სოციალურ ქსელ "ტვიტერში" გამოაქვეყნეს. ჯიჰადისტთა ლიდერის შარჟს შემდეგი შინაარსის მინაწერი აქვს: "საუკეთესო სურვილებით, სხვათა შორის."
ისლამისტთა რეაქციამ არ დააყოვნა.
თავდასხმა ჟურნალის ოფისზე დილის დაგეგმვისას განხორციელდა, როდესაც ოფისში თითქმის მთელი რედაქცია იმყოფებოდა.
ტერორისტემა სარედაქციო საბჭოს მთელი შემადგენლობა დაცხრილეს. დაღუპულთა შორისაა გამოცემის რედაქტორი, კარიკატურისტი სტეფან შარბონიც, რომელიც "ალ-ქაიდას" შავ სიაში მეოთხე ადგილს იკავებდა. თავდამსხმელთა ტყვიას ემსხვერპლნენ ცნობილი კარიკატურისტები: ჟან კაბიუ, ჟორჟ ვოლინნსკი და ბერნერ ველიაკიც.
ფრანგული სატირისტული ჟურნალი Charlie Hebdo ყოველი კვირის ოთხშაბათს გამოდიოდა. მასში კარიკატურები, რეპორტაჟები, დისკუსიები და ანეკდოტები იბეჭდებოდა, რომლითაც რედაქცია ცნობილ პოლიტიკოსებს, ულტრამემარჯვენეებსა და სხვადასხვა რელიგიურ მიმდინარეობებს დასცინოდა.
რელიგიურ სკანდალში ჟურნალი მას შემდეგ გაეხვა, რაც მასში წინასწარმეტყველ მუჰამედის შეურაცხმყოფელი კარიკატურები გამოქვეყნდა.
2008 წელს Charlie Hebdo-მ დანიური გამოცემიდან მუჰამედის სკანდალური კარიკატურები გადაბეჭდა, რამაც მსოფლიო მუსლიმანური სამყარო აღაშფოთა. ჟურნალის წინააღმდეგ სასამართლოში საქმეც აღიძრა, თუმცა 2 წლის შემდეგ Charlie Hebdo-ს ბრალდება მოუხსნეს.
2011 წელს ჟურნალის სპეციალურ ნომერი გამოვიდა, სახელწოდებით "შარიათ ედბო," რომელშიც ასევე მუჰამედის შეურაცხმყოფელი კარიკატურები იყო დაბეჭდილი. ამის გამო ჟურნალის რედაქციზე თავდასხმა განხორციელდა. ოფისს მოლოტოვის კოქტეილები და ქვები დაუშინეს, რის შედეგაც შენობა მნიშვნელოვნად დაზიანდა, თუმცა რედაქცია ვერც ფრანგ მუსლიმანთა აგრესიამ შეაჩერა.
2012 წლის სექტემბერში ჟურნალში შიშველი მუჰამედის კარიკატურები დაიბეჭდა, რის გამოც რედაქციაზე ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა. ინციდენტის გამო საფრანგეთის ხელისუფლებამ მსოფლიოს 20-მდე ქვეყანაში ქვეყანაში დიპლომატიური მისიების უსაფრთხოება გააძლიერა.
ტერორიზმის საფრთხის მიუხედავად, Charlie Hebdo-მ 2012 წლის ბოლოს კომიქსების ახალი წიგნი "მუჰამედის ცხოვრება" გამოსცა.
Charlie Hebdo-ს დაცინვის ობიექტი არამხოლოდ მუსლიმთა წინასწარმეტყველი, არამედ რომის პაპიც ხშირად გამხდარა. 2008 წელს ჟურნალმა პაპის კარიკატურები დაბეჭდა, რის გამოც ვატიკანმა სასამართლოში იჩივლა, თუმცა Charlie Hebdo-მ პროცესი მაშინაც მოიგო.
0