12:40:26     07-01-2015
ვინ სცემა 19 წლის სამტრედიელი ბიჭი?
19 წლის გიორგი ადეიშვილს ოჯახის წევრების განცხადებას, რომ ახალგაზრდა სასტიკად არის ნაცემი, შინაგან საქმეთა სამინისტროში პასუხობენ.
უწყების ინფორმაციით, მომხდარზე შს სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა დაიწყო.
ჭიკაიძის
უწყება სამტრედიელი ბიჭის ცემის ფაქტზე დამატებით
კომენტარს არ აკეთებს.
ოჯახის წევრების ინფორმაციით კი, სახლში დაბრუნებული 19 წლის ახალგაზრდა, რომელიც დაკარგული იყო, სასტიკად არის ნაცემი და ის ერთ-ერთ სოფელში იპოვეს.
მათი თქმით, ადეიშვილს სხეულზე მრავლობითი სილურჯეები აღენიშნება და საუბარი უჭირს.