00:51:35     06-01-2015
მაცოცხლებელი ნარინჯისფერი სუპი პურის ფიალებში
ასეთი მსუბუქი წვნიანი განსაკუთრებით სასიამოვნოა საკვებით გადაღლილი ორგანიზმისთვის
ინგრედიენტები:
გოგრის რბილობი
300 გ
ტკბილი წიწაკა, ნარინჯისფერი
1
ტკბილი წიწაკა, წითელი
1
სტაფილო
2-3
ხახვი
2-3 თავი
დაფქული ჯანჯაფილი
დანის წვერით
დაფქული მიხაკი
დანის წვერით
მანდარინის ცედრა
1 ს.კ
ზეითუნის ზეთი
2 ს.კ
მარილი და პილპილი
პურის ფიალები შეგიძლიათ წინასწარაც გამოაცხოთ
ჩვეულებრივი საფუვრიანი ცომით. უკეთესია თუ რამდენიმე სახეობის ფქვილს
შეურევთ ( ხორბლის, ჭვავის, შვრიის). აიღეთ ჩვეულებრივი მინის ან კერამიკის
ფიალები, შემოახვიეთ ფოლგა, წაუსვით ცხიმი და გადააფარეთ ცომი, როგორც
ფოტოზეა მოცემული. გამოაცხეთ 190 გრადუსზე დაახლოებით 20-25 წუთი.
მოამზადეთ
სუპი: გოგრა, სტაფილო, წიწაკა დაჭერით კუბებად და მოშუშეთ 1 ს.კ ზეითუნის
ზეთში. დაასხით 2 ჭიქა წყალი და მოხარშეთ დაბალ ცეცხლზე.
შემდეგ დაამატეთ მანდარინის ცედრა, სუნელები და ბლენდერის დახმარებით პიურედ აქციეთ.
ხახვი
დაჭერით ნახევარრგოლებად და მოშუშეთ 1 კოვზ ზეთთან ერთად. ჩაამატეთ სუპში
და მოურიეთ. თუ დიდი ხახვის ნაჭრები არ გიზიდავთ, მაშინ ისიც დააბლენდერეთ.
დაამატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით.
ამოიღეთ ცხელი წვნიანი პურის თეფშებზე და მიირთვით.