კახეთში
ახალგაზრდა მამაკაცი სანადირო თოფით დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, სოფელ გურჯაანში 18
წლის ახალგაზრდას, მაშინ ესროლეს, როცა ის მაღაზიის გაძარცვას ცდილობდა.
შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა. დაჭრის ფაქტი „პრესა.ჯი“-ს სოფლის რწმუნებულმა ნოდარ რექვიაშვილმა დაუსტურა.
„ვიცი
რომ 18 წლის ახალგაზრდაა დაჭრილი, დამატებით ვერაფერს ვერ გეტყვით,
მიმართეთ შს სამინისტროს. როგორც ვიცი მათ დაიწყეს გამოძიება“,- გვითხრა
რწმუნებულმა.
კითხვაზე, ახალგაზრდა ნამდვილად მაღაზიის ძარცვისას მეპატრონემ დაჭრა თუ არა, რწმუნებულმა
თქვა: „ვიცი ის რასაც თქვენ, მასმედია აჟღერებს. იყვნენ
ჟურნალისტები და მათაც იგივე თქვეს“.
გურჯაანში
მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო შს სამინსიტრომ. როგორც „პრესა.ჯი“-ს
უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, ისინი
ექსპერტიზის პასუხებს ელოდებიან.
„მომხდარზე
დაწყებულია გამოძიება, მუხლს ამ ეტაპზე ვერ გეტყვით იმიტომ რომ ის
შესაძლოა გადაკვალიფიცირდეს, ველოდებით ექსპერტიზის პასუხებს, რის შემდეგაც
განისაზღვრება პასუხისმგებლობის საკითხიც“,- აცხადენენ შს სამინისტროში.
რაც შეეხება დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ის ამ დროისთვის გურჯაანის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
მედიკოსები პაციენტის მდგომარეობას სტაბილურად მძიმედ აფასებენ.
0