ქაბულმა პოზიცია შეიცვალა ქაბულმა პოზიცია შეიცვალა />


  11:41:25     05-01-2015

ქაბულმა პოზიცია შეიცვალა

a34248.jpg

ავღანეთიდან კოალიციური ძალების გაყვანის საკითხი შესაძლოა გადახედვას დაექვემდებაროს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა განაცხადა. კითხვაზე, იცის თუ არა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ქაბულის პოზიციის შესახებ, აშრაფ გამიმ აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ობამა მას კარგად იცნობს და შესაბამისად, მისი პოზიციაც იცის.

ამერიკულ სამხედრო კონტინგენტს და კოალიციურ ძალებს ავღანეთი 2016 წლის ბოლომდე სრულად უნდა დაეტოვებინა, თუმცა მას შემდეგ, რაც თალიბებმა თავი გამარჯვებულად გამოაცხადეს და ავღანეთში ახალი ისლამისტური სახელმწიფოს შექმნა დააანონსეს, ქაბულმა პოზიცია შეიცვალა. ექსპრეზიდენტი ჰამიდ კარზაი ვაშინგტონისგან ჯარების გაყვანას მუდმივად მოითხოვდა, რის გამოც ვაშინგტონთან ურთიერთობა დაეძაბა. 


 

0

ავტორი: