მკვლელობა გურჯაანში, ეჭვიტანილმა მამაკაცი მოკლა, არიან დაჭრილებიც მკვლელობა გურჯაანში, ეჭვიტანილმა მამაკაცი მოკლა, არიან დაჭრილებიც />


  10:43:32     05-01-2015

მკვლელობა გურჯაანში, ეჭვიტანილმა მამაკაცი მოკლა, არიან დაჭრილებიც

a34247.jpg

გურჯაანში მკვლელობა მოხდა,  სოფელ შაშიანში  38 წლის მამაკაცმა შუახნის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, მისი შვილი კი დაჭრა,  დაჭრილია გარდაცვლილის მეზობელიც.  

მკვლელობის ფაქტი შს სამინისტრომ უკვე გახსნა. 

"შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1977 წელს დაბადებული გიორგი ყ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა გურჯაანის რაიონის სოფელ შაშიანში, 1972 წელს დაბადებული ავთანდილ ქ-ს საცხოვრებელ სახლთან, ურთიერთშელაპარაკებისას, რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა მოახდინა, რა დროსაც ავთანდილ ქ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო გარდაცვლილის შვილი – 2000 წელს დაბადებული ვალერი ქ. და მეზობელი –1954 წელს დაბადებული აკაკი ჩ. დაიჭრნენ. გიორგი ყ-მ შემთხვევის ადგილიდან მიმალვა მოახერხა. დაჭრილები გურჯაანის რეფერალურ საავადმყოფოში არიან მოთავსებული. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების შედეგად, გიორგი ყ. მომხდარიდან რამდენიმე საათში სოფელ კალაურში დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი – „მაკაროვი“-ს სისტემის პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით)",- აღნიშნულია განცხადებაში. 

0

ავტორი: