00:56:51     05-01-2015
პრემიერი, მეუღლესთან ერთად, ნანი ბრეგვაძის სოლო კონცერტს დაესწრო, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაბადების დღეს მიეძღვნა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მეუღლესთან ერთად, ნანი ბრეგვაძის სოლო კონცერტს დაესწრო, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაბადების დღეს მიეძღვნა.
'მოგზაურობა დროში' - ნანი ბრეგვაძის სასცენო მოღვაწეობის პერიოდები მისმა ქალიშვილმა ეკა მამალაძემ და შვილიშვილმა ნატალია ქუთათელაძემ თეატრალიზებული საღამოს სცენაზე გააცოცხლეს.
საუკუნის კონცერტად წოდებულ საღამოზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, თბილისის მერი დავით ნარმანია, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და საქართველოს მთავრობის წევრები იმყოფებოდნენ.
0