00:45:41     05-01-2015
საშობაო ბატი მანდარინებით
გივე რეცეპტით შეიძლება მოამზადოთ იხვი, ინდაური, ან უკიდურეს შემთხვევაში ქათამი.
ინგრედიენტები:
ბატი
4 კგ
მანდარინი
5-6 ცალი
მარილი
თაფლი
2 ს.კ
სოიოს სოუსი
3 ს.კ
პაპრიკა
1/2 ჩ.კ
დარიჩინი
1/4 ჩ.კ
ბატი წინასწარ უნდა დაამრინადოთ. 1 მანდარინი
გამოწურეთ, შეურიეთ თაფლი, სოიოს სოუსი, პაპრიკა, დარიჩინი, მარილი და ეს
ნარევი წაუსვით ბატს შიგნით-გარედან. გააჩერეთ 1 ღამე მაცივარში.
შეწვის
წინ, ბატს მუცელში ჩაუდეთ რამდენიმე მანდარინი. წვის პროცესში ხორცი
სასიამოვნო ციტრუსის არომატს შეიძენს. დადეთ ბატი ღრმა ტაფაში. ტაფას
სასურველი შიგნით ბადე ჰქპონდეს, რათა გამოსული ცხიმი ხორცს აღარ ეხებოდეს.
შეწვით 2 საათი 180 გრადუსზე. ზემოდან დააფარეთ ფოლგა.
2 საათის შემდეგ მოაცილეთ ფოლგა და განაგრძეთ წვა კიდევ 30 წუთი, რათა კარგად დაიბრაწოს. შემდეგ შეგიძლიათ გადააბრუნოთ და კიდევ 30 წუთი დატოვოთ ღუმელში.
ყველა მხრიდან რომ კარგად დაიბრაწება, გამოიღეთ ბატი ღუმელიდან და 15-20 წუთი დაასვენეთ. სუფრაზე მიიტანეთ ცხელი, სასურველ გარნირთან ერთად.
0