ხაში - საუკეთესო წვნიანი ნაბახუსევზე ძალების აღსადგენად ხაში - საუკეთესო წვნიანი ნაბახუსევზე ძალების აღსადგენად />


  00:41:14     05-01-2015

ხაში - საუკეთესო წვნიანი ნაბახუსევზე ძალების აღსადგენად

a34234.jpg

ამბობენ, რომ ეს კერძი აზიური წარმოშობისაა და ყველაზე ღარიბებმა მოიგონეს მუსულმანური მარხვის დროს, როცა მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე პირში ლუკმა არ უნდა ჩაიდო.  როცა ისინი ბეის ან ხანის დავალებით საქონელს კლავდნენ და მდიდართა სახლებში აგზავნიდნენ, შიგნეული და თავ-ფეხი არავის სჭირდებოდა და ადგილზევე ტოვებდნენ. ღარიბები მზის ჩასვლის შემდეგ კარგად გარეცხილ ნარჩენებს ცეცხლზე შემოდგამდნენ და მთელი ღამე ხარშავდნენ, დილადრიან კი, სამუშაოზე გასვლის წინ ამ წვნიანს მიირთმევდნენ, რათა მუშაობისთვის ძალ-ღონე ჰქონოდათ.

ეს კერძი დიდი ხანია დამკვიდრდა კავკასიურ და აზიურ სამზარეულოში. არსებობს ქართული, სომხური, ჩრდილოკავკასიური, აზიური ვერსიები. მათ შორის განსხვავება მცირე დეტალებში და სუნელებშია. ინგრედიენტები: ძროხის ფაშვი (კუჭი) 1.5 კგ ძროხის კანჭი 1 ცალი სტაფილო 1 ხახვი 1 თავი ნიორი 6-8 კბილი რძე 1 ჭიქა მარილი მწვანილი და წიწაკა სურვილით
საქონლის ფეხები და კუჭი საგულდაგულოდ გარეცხეთ, დაჭერით ულუფებად, დაალბეთ წყალში 1 საათი. შემდეგ კიდევ გარეცხეთ.  მოათავსეთ  ქვაბში, დაასხით წყალი და წამოადუღეთ. მოხადეთ ქაფი, ადუღების შემდეგ გამოუცვალეთ წყალი, დაასხით ახალი და კვლავ წამოადუღეთ.  1 საათიანი ხარშვის შემდეგ ჩაამატეთ ქვაბში  სტაფილო და ხახვის თავი. ეს აუცილებელი არ არის, მაგრამ არომატს აუმჯობესებს. ხარშეთ ძალიან დაბალ ცეცხლზე მინიმუმ 4-5 საათი.  მზა ბულიონს დაამატეთ რძე და მარილი. ნიორი დაჭყლიტეთ და გააზავეთ ცოტა წყლით. მიიტანეთ სუფრასთან ცალკე.

ასევე ცალკე შეგიძლიათ მიიტანოთ დაჭრილი წითელი წიწაკა და ქინძი. ყველას შეუძლია თავის თეფშზე დაამატოს სასურველი არომატი.

ხაშის მომზადების მეორე ვერსიით, ფეხებს და ფაშვს ცალ-ცალკე ხარშავენ. ფაშვის ბულიონს დამახასიათებელი სუნი აქვს და შესაძლოა ბევრს არ მოსწონდეს, ამიტომ თეფშზე იღებენ დაჭრილ მოხარშულ ფაშვს, ბულიონს კი ფეხების ნახარშიდან ამატებენ. 0

ავტორი: