სასწრაფოდ: ძმების მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს - რა ხდება დიღომში? სასწრაფოდ: ძმების მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს - რა ხდება დიღომში? />


  21:15:26     03-01-2015

სასწრაფოდ: ძმების მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს - რა ხდება დიღომში?

a34232.jpg

დიღომში მომხდარი მკვლელობა გახსნილია. "პრესა.ჯი"-ს ინფორმაციით, შსს-მ ძმებ არტაშიკოვების მკვლელობის ბრალდებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა. ეჭვმიტანილის ვინაობა ამ დრომდე არ ხმაურდება. თუმცა, წინასწარი ინფორმაციით, მან დანაშაული აღიარა. 

შეგახსენებთ რომ "პრესა.ჯი" ექსკლუზიურად, პირველი ავრცელებდა ინფორმაციას იმის შესახებ რომ დიღმის მასივში, ე.წ. "წითელქუდას" კორპუსში პოლიციამ ძმების ცხედრები იპოვა. საზოგადოებამ და მედიამ ეს ფაქტი ჩვენგან შეიტყო. 

ძმების მკვლელობა მაშინვე დაუკავშირდა მათ ბიზნესს. მათი კომპანია ლიფტების სერვისებით იყო დაკავებული. ცნობილია ისიც რომ ამ კომპანიამ ცოტა ხნის წინ საკმაოდ სოლიდური ტენდერი მოიგო. 

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ერთ ერთი მოკლული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი იყო. 

გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე, დამნაშავეებმა გატეხეს ძმების კუთვნილი ოფისი, რომელიც მათივე კომპუსთან ახლოს მდებარეობს. წინასწარი მონაცემებით, სახლიდან და ოფისიდან წაღებულია ფული. 

ამ წუთებში განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს როგორც დიღმის, ისე მთელი თბილისის პოლიცია. თბილისის პოლიციის სრული შემადგენლობა დღეს სასმსახურში გამოიძახეს. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა შს მინისტრის მოადგილე, ლევან იზორია.  0

ავტორი: