იაკობაშვილ-"როსნეფტის" გარიგება: ბიზნესი თუ პოლიტიკა? იაკობაშვილ-"როსნეფტის" გარიგება: ბიზნესი თუ პოლიტიკა? /> "/> " />


  22:35:32     30-12-2014

იაკობაშვილ-"როსნეფტის" გარიგება: ბიზნესი თუ პოლიტიკა?

a34220.jpg

რუსული მედია ავრცელებს ინფორმაციას რომ რუსეთში მცხოვრებმა მილიარდელმა, დავით იაკობაშვილმა გარიგება დადო რუსულ "როსნეფტთან". გარიგების თანახმად, "გალფი" და ფოთის პორტის ნავთობტერმინალი "როსნეფტის" განკარგულებაში გადადის. თუმცა, საკონტროლო პაკეტი კვლავ იაკობაშვილს რჩება. ამ დრომდე უცნობია გარიგების მოცულობა. კერძოდ ის, თუ რა დაუჯდა რუსულ "როსნეფტს" გალფისა და ფოთის ნავთობტერმინალის ნაწილის შესყიდვა. 

პოლიტიკოსების მხრიდან, იაკობაშვილ-"როსნეფტის" გარიგებას უკვე მოჰყვა ურთიერთგამომრიცხავი შეფასებები. ოპოზიცია ხელისუფლებას ოკუპანტებისთვის სტრატეგიული ობიექტების გადაცემაში ადანაშაულებს, ხელისუფლება კი, ხელს წინამორბედისკენ იშვერს.

რატომ დაუთმო იაკობაშვილმა "გალფისა" და ნავთობტერმინალის ნაწილი რუსულ "როსნეფტს"? იკითხება თუ არა, რუსეთში მცხოვრები იაკობაშვილ-"როსნეფტის" გარიგებაში პოლიტიკური ქვეტექსტი? 

ოფიციალური განცხადება

"გარიგება წარმოადგენს ქართული ბიზნეს-ჯგუფის დიდ წარმატებას და საქართველოს სატრანზიტო კორიდორის მნიშვნელობის აღიარებას მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი საერთაშორისო სანავთობო კომპანიის მიერ, რაც კიდევ უფრო სტაბილურს გახდის ამ მარშრუტს მომავალში.

ერთობლივი საწარმოს შექმნით, Petrocas-ი განიმტკიცებს ლიდერის პოზიციებს როგორც რეგიონის სატრანზიტო და სათრეიდინგო მიმართულებებით, ასევე ნავთობპროდუქტების საცალო ბაზარზე მაღალი ხარისხის ნავთობპროდუქტების მოსახლეობისათვის უფრო სტაბილური მიწოდების გზით.

ხაზგასასმელია, რომ Petrocas-ის საკონტროლო პაკეტი რჩება ქართული მხარის ხელში, ხოლო RN-Foreign Projects-ი ერთობლივ კომპანიაში წარმოდგენილი იქნება რამდენიმე სპეციალისტით.

დიდიე კაზიმირო, "როსნეფტის" ვიცე-პრეზიდენტი ვაჭრობისა და ლოჯისტიკის მიმართულებით: "ახლად შექმნილი ერთობლივი კომპანია "როსნეფტს" აძლევს საშუალებას, რომ გაზარდოს მისი ყოფნა მნიშვნელოვან ბაზარზე. ჩვენ ვიძენთ ძლიერ პარტნიორს რეგიონში. 

ეს გარიგება ადასტურებს "როსნეფტის" ერთგულებას გააძლიეროს ენერგეტიკული ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, ხაზს უსვამს ასეთი პარტნიორობის როლის მნიშვნელობას ენერგორესურსების სტაბილური მიწოდების სფეროში. ეს შეთანხმება ჩვენ საშუალებას მოგვცემს გავზარდოთ არსებული კომპანიის ბიზნესის ეფექტურობა და გავაფართოვოთ მიწოდების პორტფელი, რაც საწინდარს ჩაუყრის კომპანიის განვითარებას. 

"როსნეფტისა" და Petrocas-ის ერთობლივი კომპანიის შექმნით წარმოიქმნება სინერგია, რაც დაფუძნებულია Petrocas-ის დიდ რეგიონალურ გამოცდილებაზე და "როსნეფტის" ფართო შესაძლებლობებზე".

დავით იაკობაშვილი, Petrocas-ის მთავარი აქციონერი: "ჩვენ წინ გვეშლება დიდი შესაძლებლობები ერთობლივი კომპანიის შექმნით. ეს გარიგება არის ხაზგასმა Petrocas-ის წარმატებისა, როგორც რეგიონის მნიშვნელოვანი მოთამაშის, რომელმაც სარგებელი უნდა მოუტანოს ყველა დაინტერესებულ მხარეს, ეს არის სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკული კორიდორის უდიდესი მნიშვნელობის აღიარება". 

ზემოთ ხსენებული ბიზნეს გარიგება საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობას კიდევ უფრო აამაღლებს, მოიზიდავს მეტ სატრანზიტო ტვირთს, გააჩენს ახალ სამუშაო ადგილებს და გაზრდის სახელმწიფოს შემოსავლებს. 

Petrocas-ი წარმოადგენს რეგიონის მოთამაშეს ნავთობპროდუქტების ლოჯისტიკის, ვაჭრობისა და საცალო გაყიდვების სფეროში. ამჟამად ის ფლობს ნავთობპროდუქტების ტერმინალს ფოთის პორტში. Petrocas-ის ჯგუფში შემავალი "გალფის" ბენზინგასამართი სადგურების ქსელი უდიდესია ქვეყანაში და მოიცავს 140 სადგურს. 

სს "როსნეფტი" არის რუსეთის მულტინაციონალური სანავთობო კომპანია, რომლის აქციების 19.75 პროცენტს სანავთობო კომპანია BP ფლობს, ხოლო აქციების 10.75-ის ვაჭრობა საფონდო ბირჟებზე ხდება, მათ შორის ლონდონის საფონდო ბირჟაზე", - ნათქვამია Petrocas Energy Group-ის ოფიციალურ განცხადებაში. 

მიუხედავად ასეთი ოპტიმიზმისა, იაკობაშვილ-"როსნეფტის" მხრიდან, საკმაოდ ბუნდოვანია გარიგების ბევრი დეტალი. მითუფრო მაშინ, როცა საქმე სტრატეგიულ ობიექტს - ფოთის პორტის ნავთობტერმინალს ეხება.  

რაც შეეხება პოლიტიკოსების კომენტარებს: ხელისუფლების განცხადებით, ის ბიზნესში ვერ ერება. მაგალითად, ეკონომიკის მინისტრის თქმით, მას არანაირი ბერკეტი არ აქვს გავლენა მოახდინოს ამგვარ გარიგებაზე. იგივეს ამბობს ენერგეტიკის მინისტრიც. თუმცა, ოპოზიცია და ექსპერტები "როსნეფტის" უკან მაინც პოლიტიკას ხედავენ. 

0

ავტორი: