16:17:08     30-12-2014
2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი გადაჭარბებით შესრულდა

2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი გადაჭარბებით შესრულდა, რაც კარგი დასაწყისია მომავალი წლის ბიუჯეტისთვის, - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე აღინიშნა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიუჯეტის შესრულების მდგომარეობით დაინტერესდა და ფინანსთა მინისტრისგან განმარტება მოისმინა. ნოდარ ხადურის განცხადებით, დილის მონაცემებით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილში, შესრულება შეადგენდა 100,3 %-ს.
„გვაქვს ინფორმაცია, რომ ეს მონაცემები კიდევ უფრო გაიზარდა და ხვალ დღის განმავლობაში ველოდებით დაახლოებით 40-45 მილიონ ლარს. შემოსულობების თვალსაზრისით, ბიუჯეტი გადაჭარბებულია. გადასახადები მობილიზებულია, დღევანდელი მდგომარეობით, ეს არის 6 მილიარდ 840 მილიონი ლარი, რაც 20 მილიონი ლარით მეტია უკვე. გარდა ამისა, 98%-ზე მაღალი იქნება ბიუჯეტის გადასახდელების შესრულება,"-აღნიშნა ნოდარ ხადურმა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
0