ნატო ლიბიაში სამხედრო მოქმედებებისათვის ემზადება?! ნატო ლიბიაში სამხედრო მოქმედებებისათვის ემზადება?! />


  11:04:55     08-03-2011

ნატო ლიბიაში სამხედრო მოქმედებებისათვის ემზადება?!

a4014.jpg

აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას განცხადებით, ნატოს ქვეყნები ლიბიაში სისხლისღვრის შეწყვეტისათვის, სამხედრო მოქმედებებს არ გამორიცხავენ. ამის შესახებ “USA Today” იტყობინება.

 

რამდენიმე დღით ადრე კი ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფონ რასმუსენმა განაცხადა, რომ ალიანსი ლიბიაში სამხედრო შეჭრის ვარიანტს არ განიხილავს. თუ რატომ არ დამეთხვა აშშ-ის პრეზიდენტის და ნატოს გენმდივნის გამოსვლები ერთმანეთს და რა შეიცვალა ბოლო დღეებში, ბარაკ ობამას ამ შეკითხვებზე არ უპასუხია.

 

პრეზიდენტმა ჟურნალისტებს ავსტრალიის პრემიერ-მინისტრთან მოლაპარაკებებს შესახებ მოუთხრო. ვაშინგტონი და კანბერა ლიბიის კრიზისის მოწესრიგებისათვის ერთიანი გეგმის შემუშავებაზე მსჯელობენ.

 

გაერომ კი ორგანიზაციის წევრ-სახელმწიფოებს მიმართა, რათა დევნილებისა და ლიბიაში დარჩენილთათვის 160 მილიონი დოლარი გამოყოს.

0

ავტორი: