ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადება />


  14:49:20     29-12-2014

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადება

a34197.jpg

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გამოთქვამს ღრმა მწუხარებას 27 დეკემბერს ბათუმში პოლიციის თანამშრომლის თარაშ მუკბანიანის მკვლელობის გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს. 

გამოვხატავთ უკიდურეს შეშფოთებას პროფესიონალი პოლიციელების მიმართ ხელისუფლების მხრიდან მოტივირების, დაფასების, დაცულობის და ღირსეული სამუშაო პირობების შექმნისათვის აუცილებელი ძალისხმევის აბსოლუტური არარსებობის გამო. ვთლით, რომ სისტემაში მომუშავე პოლიციელთა აბსოლუტური უმრავლესობა გამოიჩევა მაღალი პროფესიონალიზმით და რეალური შედეგების მისაღწევად მხოლოდ ხელისუფლების დანაშაულებრივ სამყაროსთან ბრძოლის მკვეთრად გამოხატული და გამართული პოზიცია სჭირდებათ, რაც, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში არ ჩანს. 

სამწუხაროდ, უკვე სახეზეა ამჟამინდელი  ხელისუფლებისა და კრიმინალური სამყაროს შეზრდის პროცესი რაც ჩვენი და ყველა კეთილსინდისიერი მოქალაქის უკიდურესი შეშფოთების საგანია. კრიმინალური სამყაროს წევრის მიერ პოლიციელის დემონსტრატიული მკვლელობა და ამ მკვლელობის შემდეგ, მთავრობის მითითებით, პოლიციის მიერ მკვლელისთვის მიმავლაში დადასტურებული დახმარება ამ პროცესის ტრაგიკული გამოვლინებაა.

შინაგან საქმეთა მინისტრის უშუალო გარემოცვის დავალებით, პოლიციელის მკვლელმა რამაზ დევაძემ, მიუხედავად იმისა რომ მასზე უკვე ძებნა იყო გამოცხადებული, გადალახა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი სარფში. უკვე ნეიტრალურ ზონაში იგი დააპატიმრეს მოკლულის უშუალო კოლეგებმა ბათუმის კრიმინალური პოლიციიდან, რომლებმაც იგნორირება გაუკეთეს აღნიშნულ ბრძანებას. გვაქვს დადასტურებული ინფორმაცია რომ აღნიშნული დანაშაულებრივი ბრძანების იგნორირების გამო შსს გენერალური ინსპექცია ბათუმის კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებზე ზეწოლას ახორციელებს. 

გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ მკვლელი დევაძე რამდენიმე თვეა ღიად წარმოადგენს კანონიერი ქურდის, მინდია გორაძის ე.წ. ლავას-ოღლის ინტერესებს  ბათუმში. შეგახსენებთ, რომ მინდია გორაძე, მინდია აბაშიძის პასპორტით ა.წ. ივნისში, საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გადმოიყვანეს საქართველოს ტერიტორიაზე შსს მინისტრის უშუალო მითითებით. ბათუმში ყოფნისას, აბაშიძის თხოვნით მოხდა აჭარის საპატრულო სამსახურის უფროსის მოადგილედ სწორედ მკვლელი დევიძის მეგობრის რაიბულ მამულაძის დანიშვნა. დევიძის ქვეყნიდან გაპარების „ოპერაციას“ შსს-ს მითითებით სწორედ მამულაძე აორგანიზებდა. თუმცა, მისი დაკავების შემდეგ, დევაძის თანმხლები და ჩხუბში მონაწილე შაქარიშვილი, რომელიც თურქეთის პოლიციამ დააკავა და საქართველოს მხარეს გადმოსცა, 100 ლარიანი ჯარიმით გაუშვეს სწორედ იმისთვის რომ დევაძეს მკველობის ჯგუფური ორგანიზების მუხლი აარიდონ. 

ყოვლად აღმაშფოთებელია შსს-ს განცხადება სადაც ხაზგასმითაა აღნიშნული რომ მოკლული პოლიციელი არ ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას. მუკბანიენი შეესწრო ჩხუბს და მოიქცა როგორც ნამდვილი პოლიციელი - შეეცადა მდგომარეობის განმუხტვას რა დროსაც იგი თავში გასროლით მოკლა დევაძემ. განცხადებაში არ არის არც ერთი სიტყვა დანაშაულთან ბრძოლაზე, კანონიერი ქურდებისა და მათი თანამზრახველებისადმი დამოკიდებულებაზე, მოქალაქეთა უსაფრთხოებასა და დაცულობაზე.

დღეისათვის კანონიერი ქურდი „ლავას ოღლი“ ბათუმში უდიდესი გავლენით სარგებლობს. პოლიციის მაღალჩინოსნებთან თანამშრომლობის გზით დიდი ხანია რეკეტითაა დაკავებული. კრიმინალთან ხელისუფლების წარსულიდან ნაცნობი 

შეზრდის პროცესის შეჩერება საქართველოს თითოეული მოქალაქის და სახელმწიფოს მომავლის სასიცოცხლო ინტერესია. 

0

ავტორი: