11:04:18     08-03-2011
ამერიკელებმა იაპონელები მეკობრეებისგან იხსნეს
აშშ–ის სამხედრო–საზღვაო ძალებმა, ინდოეთის ოკეანეში მეკობრეებისგან იაპონური ტანკერი გაათავისუფლეს. ზღვის ყაჩაღებმა გემი პარასკევს, 4 მარტს აიყვანეს.
მეკობრეების თავდასხმისთანავე, გემის ეკიპაჟმა, რომელიც 24 კაცისაგან შედგებოდა, ბარიკადის აგება მოასწრო. ამის შემდეგ კი გააგზავნეს სიგნალი, დახმარების თხოვნით.
ტყვეობიდან იაპონური გემის გასათავისუფლებლად სამხედრო ხომალდი „Bულკელეყ“ გაემართა. საზღვაო ძალებს ჰაერიდან ვერტმფენიც აკონტროლებდა. როგორც ამერიკული მედია იუწყება, ოთხი მეკობრე ტყვედ იქნა აყვანილი.
მთელი ოპერაცია ერთი გასროლის გარეშე ჩატარდა.
0