10:58:32     08-03-2011
ვუდი ალენის “რომაული არდადეგები”
შემდეგ ფილმს ვუდი ალენი რომში გადაიღებს. ამის შესახებ რეჟისორმა, სცენარისტმა, მსახიობმა და პროდიუსერმა იტალიურ გაზეთ “ლა რეპუბლიკას” განუცხადა.
გადაღებების დაწყება 2011 წლის ზაფხულში იგეგმება. ალენმა რომს “რთული და საინტერესო ქალაქი” უწოდა, რომელიც მას ძალიან მოსწონს. ამავე კატეგორიაში მოხვდნენ: ლონდონი, ნიუ იორკი და ბარსელონა.
ვუდი ალენის, ჯერჯერობით, ბოლო ფილმია “შუაღამე პარიზში.” აქ ერთერთ მთავარ როლს ნიკოლას სარკოზის მეუღლე კარლა ბრუნი ასრულებს. ცნობილია, რომ კინოსურათი კანის 64-ე კინოფესტივალს გახსნის, რომელიც 2011 წლის 11-დან 22 მაისამდე გაიმართება. 0