პირველი აპრილისთვის ფრანგები მარტიდანვე ემზადებიან პირველი აპრილისთვის ფრანგები მარტიდანვე ემზადებიან />


  10:55:03     08-03-2011

პირველი აპრილისთვის ფრანგები მარტიდანვე ემზადებიან

a4009.jpg

გაზაფხული დადგა და ფრანგები პირველი აპრილისათვის აქედანვე ემზადებიან. მათ მიაჩნიათ რომ ამ მხიარული, ხუმრობების და სიცილის დღის შექმნის იდეის ავტორები სწორედ თავად არიან. როგორც ფრანგები ირწმუნებიან, დღესასწაული საფრანგეთის მეფემ, კარლ მეცხრემ მოიფიქრა, მე -16 საუკუნეში.

 

მეორე ვერსიით კი, აპრილის დასაწყისში სათევზაო სეზონი იწყება, რომელიც თევზჭერის დღესასწაულიდან ხუმრობების დღედ გარდაიქმნა. თუმცა, საფრანგეთს ამ დღის “ავტორობას” სხვა ბევრი ქვეყანა ეცილება.

 

მაგალითად იტალიელებს მიაჩნიათ რომ სიცილის დღე ჯერ კიდევ ძველ რომში არსებობდა. ინდოელები კი ამ დღესასწაულის სამშობლოდ ძველ ინდოეთს ასახელებენ.

 

თუმცა, სადაც არ უნდა დაბადებულიყო პირველი აპრილის აღნიშვნის იდეა, ამას დღეს დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს.

 

აღსანიშნავია, რომ 1967 წლის საპირველაპრილო ხუმრობა, საერთოდ, ისტორიაშიც შევიდა. მაშინ “ბიბისის” სატელევიზიო წამყვანმა განაცხადა, რომ კარგმა ზამთარმა შვეიცარიაში სპაგეტის კოლოსალური მოსავალი მოიტანა. ამას კი ის მოჰყვა, რომ ათასობით მაყურებელმა დარეკა სტუდიაში და იკითხა, სად შეიძლებოდა შეეძინათ მაკარონის ან სპაგეტის ხეები.

0

ავტორი: