09:37:41     25-12-2014
დაჭრილია ორი არასრულწლოვანი: ერთი მუცელში, მეორე ფეხში - რა მოხდა მთაწმინდაზე?
კრიმინალური ფაქტი მოხდა მთაწმინდაზე. მოზარდებმა, ფიზიკური დაპირისპირების დროს, ერთმანეთი ცივი იარაღით დაჭრეს. საკმაოდ მძიმედ არის დაჭრილი ერთ-ერთი არასრულწლოვანი.
მას ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული. რაც შეეხება მეორე არასრულწოლოვანს, ის შედარებით მსუბუქად, ფეხის არეშია დაჭრილი.
დაჭრა გუშინ, მთაწმინდაზე, ალ. ჭავჭავაძისა და ზუბალაშვილების კუთხეში მოხდა. დაზარალებულები 14-15 წლის მოზარდები არიან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიაბებას გულისხმობს.
0