20 წლის ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს 20 წლის ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს />


  09:12:24     22-12-2014

20 წლის ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს

a34027.jpg

საქართველოს თავდაცვის სამინისტროs ინფორმაციით, სამხედრო ნაწილში რიგითი, 20 წლის ნიკოლოზ უგულავა გარდაცვლილი იპოვეს. 

"საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს წვევამდელი ნიკოლოზ ჟორესის ძე უგულავას დაღუპვის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს. 

გამოძიება დაწყებულია. საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით - თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე. 

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველო, მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით, აწარმოებს. 

1994 წელს დაბადებული ნიკოლოზ უგულავა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2014 წლის 4 ოქტომბრიდან ირიცხებოდა. იგი საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების მხარდამჭერი ბატალიონის დაცვის ასეულში სავალდებულო სამხედრო სამსახურს იხდიდა", - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. 0

ავტორი: