"ალექსანდრე გრიგოლაშვილთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება იყო შეცდომა და ვიხდით ბოდიშს" "ალექსანდრე გრიგოლაშვილთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება იყო შეცდომა და ვიხდით ბოდიშს" /> "/> " />


  01:22:54     22-12-2014

"ალექსანდრე გრიგოლაშვილთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება იყო შეცდომა და ვიხდით ბოდიშს"

a34024.jpg

თავდაცვის სამინისტრომ აღიარა, რომ ალექსანდრე გრიგოლაშვილთან დაკავშჳრებით გაკეთებული განცხადება იყო შეცდომა. როგორც "იმედის კვირაში" თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ლევან ღირსიაშვილმა განაცხადა, ეს იყო შეცდომა.

"ეს იყო შეცდომა და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამ შეცდომას ვხედავთ და ვაღიარებთ, თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა. ეს იყო შეცდომა გარკვეულ ემოციურ ფონზე. თავდაცვის მინისტრი ამ განცხადებას გამოქვეყნებამდე არ გაცნობია", - განაცხადა ღირსიაშვილმა და აღნიშნა, რომ უნდა გაკეთებულიყო სამძიმრის განცხადება და ის, რაც გამოქვეყნდა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეთანხმებული არ ყოფილა.

მინისტრის მოადგილემ არ დაასახელა კონკრეტული პირი, თუ ვინ შეადგინა ეს განცხადება.

0

ავტორი: