ისრაელმა ღაზა დაბომბა ისრაელმა ღაზა დაბომბა />


  11:05:14     07-03-2011

ისრაელმა ღაზა დაბომბა

a3995.jpg

ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა, ღაზას სექტორზე იერიში კვლავ მიიტანეს. როგორც ცნობილი გახდა, ამჯერად, ოთხი თვითმფრინავის მიერ, დასახლებული პუნქტი ზეიტოუნი დაიბომბა.

ტელეარხ “პრესთივის” ინფორმაციით, მშვიდობიან მოსახლეობაში არის მსხვერპლი, თუმცა რაოდენობა არ ხმაურდება.

ღაზას სექტორის ობიექტების დაბომბვა მას შემდეგ დაიწყო, რაც ამ ტერიტორიიდან ისრაელის სასაზღვრო ქალაქისაკენ რაკეტა იქნა გაშვებული, თუმცა, ამის შედეგად არავინ დაზარალებულა.

უკანასკნელ ხანს, ისრაელის საჰაერო ძალებმა ღაზაზე რამდენიმე დარტყმა განახორციელეს, მათ შორის, ერთი კვირის წინაც. ამ დაბომბვის დროს, ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ორმა მსუბუქი ჭრილობები მიიღო.

0

ავტორი: