16:11:30     20-12-2014
დედამ ჯერ 7 შვილი და ერთი ნათესავი დახოცა, შემდეგ კი თვითდაზიანებები მიიყენა
საშინელი ფაქტი მოხდა ავსტრალიაში. პრესა.ჯი რამდნეიმე დღის წინ წერდა რომ ავსტრალიის შტატ ქუისლენდში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში პოლიციამ 8 მოკლული ბავშვის ცხედარი იპოვა.
მკვლელობიდან მალევე, ავსტრალიის ქუინსლენდის შტატის პოლიციამ რვა ბავშვის მკვლელობის ბრალდებით ბავშვების დედა დააკავა - ამის შესახებ ევრონიუსი იუწყება.
"37 წლის ქალი, მოკლული 7 ბავშვის დედა იყო, მერვე ბავშვი კი მისი ნათესავი იყო, რომელიც ამ დროს მათთან სტუმრად იმყოფებოდა", - აღნიშნულია ევრონიუსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პოლიციის განცხადებით დედამ ჯერ ბავშვები დახოცა, შემდეგ კი, კვალის არევის მიზნით თვითდაზიანებები მიიყენა.
"ევრონიუსის" ცნობით, ბავშვების ასაკი 15 წლამდე იყო.
.
0