14:57:23     19-12-2014
ბოლნისელები მოითხოვენ, საყდრისში სამუშაოები არ შეჩერდეს

ამ მოთხოვნით, საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე აქცია მიმდინარეობს, რომელშიც ადგილობრივები და „არმეჯი გოლდის“ თანამშრომლები მონაწილეობენ. მათი მოთხოვნაა, მიმდინარე სამუშაოები არ შეჩერდეს, რადგან ხალხი უმუშევარი დარჩება.
აქციის მონაწილეების თქმით, მათ, ვინც თბილისიდან ჩადის და პროტესტს გამოთქვამს, არ აინტერესებთ, რომ ხალხი შემოსავლის გარეშე რჩება.
როგორც აქციის მონაწილეები ვარაუდობენ, "არემჯის" მიერ წარმოებული სამუშაოების მოწინააღმდეგეებს სიტუაციის არევის მიზნით გაურკვეველი პირები აფინანსებენ.
0