12:23:22     19-12-2014
გუდაურში ხელოვნური თოვლი "მოვიდა" - სეზონი იწყება

ხვალ გუდაურში სათხილამურო სეზონი ოფიციალურად იხსნება. ხელოვნური გათოვლიანების პროცესი გუდაურში ამ წუთებში მიმდინარეობს. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ცნობით საქართველოში წელს პირველად დამონტაჟდა ხელოვნური გათოვლიანების სისტემა.
გუდაურის პირველ ტრასას 29 თოვლის საფრქვევი აპარატი ე.წ. ,,თოვლის თოფი" ათოვლიანებს. 20 დეკემბერს კურორტზე სეზონი ოფიციალურად გაიხსნება.
ასე რომ იჩქარეთ, ვისაც გსურთ ისროალოთ და ისიამოვნოთ.
0