10:40:22     19-12-2014
თერჯოლის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპეციალისტი დააკავა. გამოძიება დაკავებულს 1500 ლარის სანაცვლოდ, უკანონოდ, შესაბამისი ნებართვის გარეშე წყლის ტუმბოს გასხვისებას ედავება.
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 1500 ლარის სანაცვლოდ, უკანონოდ, შესაბამისი ნებართვის გარეშე გაასხვისა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალასთავში მდებარე წყალსაქაჩ სადგურში დამონტაჟებული წყლის ტუმბო.