10:54:40     07-03-2011
ახალი წიგნი კენედის მკვლელობაზე
ცნობილმა ამერიკელმა მწერალმა სტივენ კინგმა კენედის მკვლელობაზე რომანი დაწერა. ახალ ნაწარმოებს “11/22/63” ჰქვია და წიგნის მაღაზიების თაროებზე მიმდინარე წლის ნოემბერში გამოვა.
რომანის სიუჟეტი დროში მოგზაურობაზეა აგებული. ინგლისურის მასწავლებელი 35 წლის ჯეიკ ეპინგი წარსულში გაემგზავრება, რათა ისტორია შეცვალოს და პრეზიდენტის სიკვდილს ხელი შეუშალოს. რამდენად მიაღწია ამ მიზანს, ჯერჯერობით, ცნობილი არ არის.
“ეს დიდი და ამბიციური რომანია, სადაც ძალიან საინტერესოდაა გადმოცემული იმ პერიოდის ამერიკის საზოგადოებრივი, პოლიტიკური და კულტურული ცხოვრება” - წერს “დეილი ტელეგრაფი” წიგნის გამომცემლის სიტყვებზე დაყრდნობით.
სტივენ კინგი პოპულარული სამეცნიერო ფანტასტიკის და თრილერების ავტორია, რომელთა ნაწილი სხვადსხვა ფილმების სცენარებისთვისაც არის გამოყენებული. 0