სოტბის აუქციონზე ახალი რეკორდი დამყარდა. უინსტონ ჩერჩილის ტილო „გუბურა ოქროს თევზებით ჩერტველში“ 1,8 მილიონ გირვანქა სტერლინგად გაიყიდა. ნახატის საწყისი ღირებულება 600 ათას გირვანქას არ აღემატებოდა. აუქციონზე ინგლისის ყოფილი პრემიერ-მინისტრის პირადი ნივთებიდან 300-მდე აქსესუარი იყო გამოტანილი, მათ შორის, წერილებისა და სიგარეტების ყუთი და სხვა რელიქვიები. გაყიდვებით მიღებულმა შემოსავალმა 15,44 მილიონი გირვანქა სტერლინგი შეადგინა.
0