სამტრედიაში მომხდარი ყაჩაღობა გახსნილია, ეჭვმიტანილი დაკავებული სამტრედიაში მომხდარი ყაჩაღობა გახსნილია, ეჭვმიტანილი დაკავებული />


  00:24:52     16-12-2014

სამტრედიაში მომხდარი ყაჩაღობა გახსნილია, ეჭვმიტანილი დაკავებული

a33863.jpg

"სოფელ მელაურის საჯარო სკოლაში მომხდარ ყაჩაღობის ფაქტზე, 1994 წელს დაბადებული, ამავე სოფლის მაცხოვრებელი ბადრი ლ. დააკავეს",- ინფორმაციას ამის შესახებ  შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბადრი ლ. მიმდინარე წლის 15 დეკემბერს სამტრედიის რაიონის სოფელ მელაურში, სასწავლო პროცესის დროს, საჯარო სკოლაში ნიღბით შეიჭრა და ცივი იარაღის მუქარით სკოლის პედაგოგს ოქროს სამკაულები მოსთხოვა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. ბადრი ლ. აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლით)", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

0

ავტორი: